პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე აცხადებს, რომ მინისტრების გადაყენება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.
„არ ვარ ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელი, აქედან გამომდინარე, დეტალები ჩემთვის უცნობია. ზოგადად, ჩვენთან კონსულტაციები ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, მისი უფლებამოსილებაა, გადაწყვიტოს კონკრეტული მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი და მან ეს უფლებამოსილება გამოიყენა“, - განუცხადა კილაძემ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ცვლილებასთან დაკავშირებით.
ამასთან, კითხვაზე, იყო თუ არა პრემიერსა და გიორგი ქობულიას შორის დაპირისპირება, სოფიო კილაძემ აღნიშნა: „ჩემთვის არანაირი დეტალი და საერთოდ, ეს თემა საერთოდ არ ყოფილა ცნობილი“.
გიორგი ქობულიამ თანამდებობა გუშინ დატოვა და ეკონომიკის ახალ მინისტრად მისი მოადგილე ნათია თურნავა დაინიშნა.