logo_geo
eng_logo
სოფიო კილაძე: მინისტრების გადაყენება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა
- +

19 აპრილი. 2019. 11:48

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე აცხადებს, რომ მინისტრების გადაყენება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

 

არ ვარ ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელი, აქედან გამომდინარე, დეტალები ჩემთვის უცნობია. ზოგადად, ჩვენთან კონსულტაციები ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, მისი უფლებამოსილებაა, გადაწყვიტოს კონკრეტული მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი და მან ეს უფლებამოსილება გამოიყენა“, - განუცხადა კილაძემ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ცვლილებასთან დაკავშირებით.

 

ამასთან, კითხვაზე, იყო თუ არა პრემიერსა და გიორგი ქობულიას შორის დაპირისპირება, სოფიო კილაძემ აღნიშნა: „ჩემთვის არანაირი დეტალი და საერთოდ, ეს თემა საერთოდ არ ყოფილა ცნობილი“.

 

გიორგი ქობულიამ თანამდებობა გუშინ დატოვა და ეკონომიკის ახალ მინისტრად მისი მოადგილე ნათია თურნავა დაინიშნა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner