ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი პანკისის მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, რომ საკითხი მოაგვაროს.
„ჩვენ ვაკვირდებოდით განვითარებულ მოვლენებს, უნდა აღინიშნოს, რომ რთული იყო და იყო გარკვეული პრობლემები, რა თქმა უნდა, ამ რეგიონს ესაჭიროება განვითარება, ამისთვის მნიშვნელოვანია ენერგორესურსების განვითარება და შესაბამისად როგორც კერძო სექტორს, ასევე მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს სიტუაცია მოაგვაროს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პრობლემები გადაიჭრას დიალოგის და თანხმობის საფუძველზე. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი ხარისხის სანდოობა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება ამ რეგიონში", -აღნიშნა მან.