აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბშვილმა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა 19 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, აქედან, 2 ქალბატონია.
პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ განცხადება დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული. აქედან, 2 ქალბატონი. 21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან. მათ შორის, 3 პირობითი მსჯავრდებული შეიწყალა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისაგან, ხოლო 2 მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა.