ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, 2020 წლის არჩევნებში კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„კეთილი იყოს შენი მობრძანება რბოლაში, მძინარა ჯო! ვიმედოვნებ, რომ გეყოფა გონიერება – რაც დიდი ხანია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – ჩაატარო წარმატებული კამპანია პირველ არჩევნებზე”, - წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე.