ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს:
„ვამაყობ, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია! დიახ ბევრ კაცს რომ სჯობია ისეთი, თავად ჩავიდა დავით-გარეჯში და დადგა ქართველ მესაზღვრეებთან! მიდით ახლა და იღლიცინეთ ორმოზდარვა! სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა სომხეთში და პაშინიანს, მოსთხოვა რომ ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პირებმა აღარ იარონ აფხაზეთში!
სომხეთის პატრიარქს მოსთხოვა ჩვენი ეკლესიების პატივისცემა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პრინციპის დაცვა!
მონური პოზიცია არ დაუჭერია ამერიკელებთან მიმართებაში, დაუკავშირდა იმ სამაუწყებლო კომპანიას, რომლის ეთერშიც გასულ ფილმში სამხრეთ ოსეთი რუსეთის პროვინციად არის მოხსენიებული და მოსთხოვა შეცდომის გამოსწორება!
ჩავიდა ჰერეთში და მოსთხოვა აზერბაიჯანის ხელისუფლებას პატივი სცენ ქართულ ისტორიულ ძეგლებს და იქ მცხოვრებ ქართველებს!
მკვეთრად დააფიქსირა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დემარკაციის პროცესი უნდა დასრულდეს!
მერე ადგა და ჩავიდა დავით გარეჯში“, - წერს ნინო ჯღარკავა.