ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე 2009 წელს, „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის, სატელევიზიო შოუ „ვარსკვლავების აკადემიაში“ დატრიალებული ტრაგედიის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
„პანკისის ხეობაში დაპირისპირება უმსხვერპლოდ დასრულდა და გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ ნაცსექტანტები და მათი განაყოფი - ბოკერვილები.
მაინტერესებს, ვინ აგო პასუხი ამ ტრაგედიისთვის, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა?!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.