ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი "სოციალისტური პარტია" ბოლო 4 წლის განმავლობაში, ზედიზედ მესამე არჩევნებია ლიდერობს, თუმცა უმრავლესობის ფორმირებას ვერ ახერხებს. ამის შესახებ BBC წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
პრემიერმინისტრ პედრო სანჩესის პარტიამ 30% უნდა მიიღოს და მას მთავრობის ფორმირებისთვის მემარცხენე პარტია „პოდემოსის“ და მემარჯვენე „მოქალაქეების“ მხარდაჭერა სჭირდება.
მას შემდეგ, რაც 1970-იან წლებში ესპანეთში სამხედრო მმართველობა დამთავრდა, ქვეყნის პარლამენტში ულტრამემარჯვენე პარტია მოხვდა.
არჩევნები ესპანეთში 2020 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის გამო, ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა.