logo_geo
eng_logo
მსუბუქი ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა
- +

30 აპრილი. 2019. 01:15

 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცენტრალური ავტომაგისტრალის გორი-ხაშურის მონაკვეთზე. სოფელ ოსიაურთან ერთმანეთს „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი და „მერსედესის“ მარკის სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ.

 

შეჯახების შედეგად, დაშავდა სამარშრუტო ტაქსის ორი მგზავრი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

 

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner