რამდენიმე წუთის წინ თბილისის მეტროში, „სარაჯიშვილზე ინციდენტი მოხდა. მოქალაქე რელსებზე ჩავარდა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი. მომხდარის გამო, მეტრო ნაწილობრივ შეჩერებულია.
როგორც “სითი კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მატარებელი მხოლოდ “ვარკეთილიდან” “დიდუბემდე” მოძრაობს. როდესაც საპატრულო პოლიცია ადგილზე საქმიანობას დაასრულებს, მეტროპოლიტენი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.