logo_geo
eng_logo
დღეს კინოაკადემიის კინოდარბაზში ანდრო ჭიაურელის დოკუმენტური ფილმის „ექვთიმე“ ჩვენება გაიმართება
- +

10 მაისი. 2019. 10:28

 

 

საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 10 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს კინოაკადემიის კინოდარბაზში (მის: ძმები კაკაბაძეების ქუჩა N2) ანდრო ჭიაურელის დოკუმენტური ფილმის „ექვთიმე“ ჩვენება გაიმართება.

 

ფილმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაკვეთითა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი ქართველი საზოგადო მოღვაწის – ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც წმინდა სინოდის სხდომამ წმინდანად შერაცხა.

 

„ექვთიმე“ ეკრანებზე 2014 წელს გამოვიდა. ფილმის სცენარის ავტორია ნინო ნატროშვილი, ოპერატორი – კახა ბუხრაშვილი, ხოლო პროდიუსერი – რუსუდან ჭყონია.

 

ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner