სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს უფროსთან პიოტრ პოგონოვსკისთან შეხვედრა გამართა.
„მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ორ უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო საქართველოსა და პოლონეთს შორის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს“, - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.