logo_geo
eng_logo
სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს უფროსს შეხვდა
- +

10 მაისი. 2019. 11:46

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს უფროსთან პიოტრ პოგონოვსკისთან შეხვედრა გამართა.

 

„მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ორ უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

საუბარი შეეხო საქართველოსა და პოლონეთს შორის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს“, - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner