დღეს, 10 მაისს, 19:00 საათზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორ „ქართული ოცნების“ პრეს-სამსახური იტყობინება, შეხვედრა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შტაბში გაიმართება, რომელიც პუშკინის სკვერის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.