logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტის წევრები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებსა და პოლიტიკურ დიასპორას შეხვდნენ
- +

10 მაისი. 2019. 12:14

 

აზერბაიჯანის  რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები მახირ დარზიევი, გელა სამხარაული და რამაზ ნიკოლაიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ზვიად ძიძიგურის ხელმძღვანელობით 7-9 მაისს საპასუხო სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ქ. ბაქოს. საქართველოს პარლამენტის წევრები აზერბაიჯანში მიიწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისში საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფის ხელმძღვანელმა აფლატუნ ამაშევმა.

 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები გამართა დიასპორის საკითხებზე მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარესთან ფუად მურადოვთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან რამიზ ჰასანოვთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის ვიცე სპიკერთან ზიაფატ ასგაროვთან, მილი მეჯლისში საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის ხელმძღვანელთან აფლატუნ ამაშევთან და ჯგუფის სხვა წევრებთან. ვიზიტის მიწურულს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველთან ჰიკმატ ჰაჯიევთან. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის არსებულ დინამიკასა და განვითარების პერსპექტივებზე, ასევე ყურადღება გაამახვილეს ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე დ აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამგვარი ურთიერთობების შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად განმტკიცება და გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით. მხარეებმა განიხილეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, აღნიშნეს საპარლამენტთაშორისო კავშირების და მუშაობის გააქტიურების აუცილებლობა და განიხილეს ეკონომიკური, სოციალური და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებებით როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო ერთობლივი პროექტები.

 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მოინახულა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის საფლავი და შეჰიდთა ხეივანი, სადაც პატივი მიაგეს პრეზიდენტის და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი დაღუპული გმირების ხსოვნას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner