მწერალთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი კობა არაბული „საიას“ მონიტორინგს ეხმაურება.
„ივანიშვილმა სამების ტაძარი ააშენა და 10 წელია, მისი დაფინანსებით მიმდინარეობს ამ დიდებული ტაძრის მოხატვა და თურმე ეს ყველაფერი ამომრჩევლის მოსყიდვა ყოფილა. თურმე ბიძინა ივანიშვილი 10 წელია, ქრთამავს ხალხს ტაძრების მოხატვით, კულტურის კერების რესტავრაციით, სკოლების მშენებლობით, განათლებაში ასეულობით მილიონის ინვესტირებით, ტყე-პარკების შექმნით და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი „ცუდი“ საქმით. ახლა აწყურის ღვთისმშობლის ტაძარს აღადგენს და სულ დაიღუპება სამცხე-ჯავახეთი. მოკლედ, თვალი აგვიხილა „საიამ“. უღმერთო ორგანიზაციას, ალბათ, ყველაზე მეტად ტაძრის მოხატვა დაესო გულზე. „საიას“ ენას ძვალი არა აქვს!“, - აცხადებს კობა არაბული.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. „საია“ მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სამების სრულად მოხატვის დაპირება და, ასევე, სოფელ ხიბულაში მოსახლეობისთვის, საკუთარი ფულით, გაზისა და წყლის საკითხების მოგვარების დაპირება, ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევებია.