logo_geo
eng_logo
26 მაისს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორებისთვის გაიღება
- +

10 მაისი. 2019. 13:16

 

26 მაისს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორებისთვის 13:00 საათიდან გაიღება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარის ტერიტორია, ტექნიკურ-საორგანიზაციო საკითხებიდან გამომდინარე, დილიდან  სრულად  სამხედრო მოსამსახურეთა  ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაეთმობა, რომელიც 12:00 საათიდან დაიწყება და 1 საათს გასტანს.

 

„ცერემონიის დასრულების შემდეგ, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორების მომსახურებას კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.

 

26 მაისს სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების ცერემონია უფლისციხის პარალელურად, გრემის მონასტერის, ანანურის სამონასტრო კომპლექსისა და მრავალძალის ეკლესიის  მიმდებარე ტერიტორიებზეც წარიმართება.

 

შესაძლო შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მოქალაქეებს, უცხოელი ვიზიტორების ჯგუფებს, ტურისტულ კომპანიებსა და სხვა მსურველ სუბიექტებს სთხოვს  26 მაისის 13 საათამდე  აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ვიზიტისაგან თავის შეკავებას“, -  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner