ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აღდგენასა და მის სრულ რესტავრაციას სოციალურ ქსელ Facebook-ში ეხმაურება.
„საზოგადო, პოლიტიკური მოღვაწე და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს თავის მამულიშვილურ საქმიანობას. უკანასკნელ ხანს ცნობილი გახდა, რომ ის განახორციელებს საქართველოში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებლის, ანდრია პირველწოდებულის სახელთან დაკავშირებულ და თავისი მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის (პირველი საეპისკოპოსო ეკლესია სწორედ აქ დააარსა წმიდა ანდრია პირველწოდებულმა) აღდგენასა და მის სრულ რესტავრაციას.
უეჭველია, რა ესმებათ მრავალთაგან კიდევ ერთი „ესე ამბავი“ ქველმოქმედებისა - ოპოზიციას, ზოგიერთ არასამთავრობოსა და მოშურნეებს, იწყებენ უნისონში დიდ ხმაურს ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ. ადამიანს უნებლიეთ გაგახსენდება სულხან-საბასეული: „შური არს მწუხარებაჲ სხვისა კეთილსა ზედა”.
მავანთ ისე იცოდნენ - სიკეთის კეთებას ვერანაირი ძალა ვერ შეაწყვეტინებს სამშობლოსთვის დამაშვრალ ქართველ მეცენატს.
და იქვე: „შეუნდე მამაო, რამეთუ არ იციან რასა იქმან“(ლუკ. 3, 34)“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.