მიმდინარე წლის 12 მაისს, 15: 00 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, (მისამართი: აკაკი ბელიაშვილის ქუჩა) გაიმართება ფინალური შეხვედრა ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის, „არჩილ ტატუნაშვილის სახელობის საქართველოს თასზე.
„ფინალურ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან თბილისის "თბილისი" და გორის "დილა".
ტურნირი „არჩილ ტატუნაშვილის სახელობის საქართველოს თასი“ ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის, უკვე მეორე წელია ტარდება“, - აღნიშნულია სპროტის სამინისტროს ინფორმაციაში.