logo_geo
eng_logo
ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია
- +

16 მაისი. 2019. 18:39

 

 

ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებული ცოცხალი ძალა ცალკეული მცირე კერებისა და ნიადაგის პრევენციულ  დამუშავებას ახორციელებს.

 

მუშაობა დაასრულა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმაც. ხანძრის ქრობის პროცესში საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა გუშინ, საღამოს საათებში ჩაერთო, 24 გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებზე 48 ტონა წყალი დაასხა.

 

პრევენციისა და სამონიტორინგო სამუშაოების წარმოების მიზნით, ადგილზე რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

 

ბოლო ინფორმაციით, ტყის მასივში ხანძრის გავრცელების არეალმა, ჯამში, 2,5 ჰა შეადგინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner