logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: 2013-2015 წლებში საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს
- +

30 მაისი. 2016. 13:11


ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის თქმით, 2013 წლის შემდეგ ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების მოცულობამ მნიშვნელოვნად იმატა. ამის შესახებ ივანიშვილი მის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში საუბრობს.

 

„2013-2015 წლებში ენერგეტიკაში 2 მილიარდ 506 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. უკვე შევიდა ექსპლუატაციაში 523 მილიონი დოლარის ღირებულების 14 ჰიდრო და 1 თბოელექტროსადგური.

 

უახლეს მომავალში ექსპლუატაციაში შევა კიდევ ექვსი ჰიდროელექტროსადგური, მათ შორის - 416 მილიონი დოლარის ღირებულების „შუახევჰესი". დაიწყო „ნენსკარაჰესის" მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 1 მილიარდი დოლარია.

 

გაფორმდა მემორანდუმები 104 განახლებადი ენერგიის პროექტის განხორციელების შესახებ, რომელთა საერთო ჯამური დადგმული სიმძლავრე 2800 მეგავატს აღემატება, ხოლო საინვესტიციო ღირებულება 6 მილიარდი დოლარია", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.


აქვე ექს-პრემიერი ინფრასტრუქტურული მშენებლობების შესახებაც საუბრბს:


„საგრძნობლად იმატა ინფრასტრუქტურული მშენებლობის ტემპმა. მაგალითად, წელიწადში საშუალოდ 2,5-ჯერ მეტი ავტობანი შენდება, ვიდრე - წინა ხელისუფლების დროს.

 

აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, როცა რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მოხდა, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საქართველოსათვისაც. მოვლენების ამგვარი განვითარების გარეშე, რასაკვირველია, უფრო მეტის მიღწევა შეიძლებოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2004-2012 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი არ ყოფილა. სომხეთს, ბელარუსს, აზერბაიჯანს ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ. 2013-2015 წლებში კი, საქართველოს, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით,  ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს", - ნათქვამია ივანიშვილის ღია წერილში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner