logo_geo
eng_logo
ლადო ბოჟაძე: მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მარტო
- +

30 მაისი. 2016. 17:34


„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის ლადო ბოჟაძის განცხადებით, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი დროული იყო.



მისი თქმით, 8 ივნისს, უკვე ოფიციალურად იწყება საარჩევნო კამპანია, გამოცხადებულია არჩევნების თარიღი და პროცესის დაწყებამდე, მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ „ქართული ოცნება" არ არის მარტო.



მას ჰყავს ისეთი ავტორიტეტული მხარდამჭერი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია და ერთგვარი პარალელის გავლება შეიძლება 2011 წლის წერილთანაც. ფაქტობრივად, შინაარსს რომ მივყვეთ, იგივეა. ამ წერილშიც ასევე მიმოხილულია ის პერიოდი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის" მმართველობას ეხებოდა საქართველოში. პრობლემებს, რომელიც მაშინ ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, მედიას, ბიზნესს და .. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილი წერილში იღებს პასუხისმგებლობას, 2012-2016 წლებში, ქართული ოცნების" მიერ განხორციელებულ პოლიტიკაზე

 

 

მიმოხილულია ის წარმატებები, რომელსაც მიაღწია ამ ოთხი წლის განმავლობაში მთავრობამ, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ როგორც 2011 წელს, კვლავ სთხოვს საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერას უკვე ახალი მანდატისთვის და იმ დანაპირების ვერშესრულებისთვის, რომელიც ვერ მოახერხა და შეასრულა ქართულმა ოცნებამ", - განაცხადა ბოჟაძემ „პირველ პრესკლუბში" საუბრისას.



მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის აქცენტები, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით არის ექს-პრემიერის ღია წერილში.



ნათელია ეკონომიკური მდგომარეობა და წერილში მოყვანილია ციფრები, რომელსაც ძნელია, არ დაეთანხმო. საუბარი იმაზეც, რომ ადამიანსი უფლებათა დაცვის მხრივ, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. ეს არა მხოლოდ ამ წერილში, უამრავ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, თუმცა აქცენტი მინდა გავაკეთო იმაზე, რასაც საარჩევნო თემატიკა ჰქვია. ის, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო სამაგალითო, უნდა შევინარჩუნოთ. აქ საუბარი არაა მხოლოდ თავისუფალ არჩევნებზე, არამედ, ინფორმირებულზეც და მედიაკონტექსტს ვერ გავექცევით. მნიშვნელოვანია, რომ აქაც ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ აკეთებს განცხადებას იმაზე, რომ თავისუფალი მედიაგარემო და ის მიღწევები, რაც საქართველოს ამ მხრივ გააჩნია, შენარჩუნდება

 

 

სიმბოლურია ალბათ, რომ დღეს მიმდინარეობს რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ მის კვალიფიციურ ადვოკატებს ექნებათ სიმართლის დამტკიცების საშუალება.

 

 

აქ პოლიტიკური დაკვეთა, ხედვა იმისა, რომ რუსთავი 2" აღარ უნდა არსებობდეს, არ იკითხება. ყველაზე მთავარი, აქცენტია გაკეთებული იმაზე, რომ სწორედ ამ პერიოდში იხსნება უამრავი ტელევიზია, სააგენტო, რაც იმას ნიშნავს, რომ მედიაგარემო არის თავისუფალი", - აცხადებს ბოჟაძე.

 


„სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წერილში ნახსენებია ბიზნესი.



ოთხი წლის განმავლობაში არც ერთ ბიზნესმენს უხსენებია, რომ მასზე ზეწოლა ხდებოდა. ის, რომ ბიზნესი თავისუფალია, მეტყველებს ისიც, რომ უამრავ ბიზნესმენს აქვს სურვილი, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. თუ ნახავთ აუდიტის სამსახურის კვლევებს, შემოწირულობებით ოპოზიციური პარტიები ლიდერობენ, რაც ნაციონალური მოძრაობის" დროს წარმოუდგენელი იყო. წერილში საუბარია ასევე სასამართლოზეც. ის, რომ გამამართლებელი განაჩენები ბოლო წლებში მომრავლდა, არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო ბოლომდე თავისუფალია. ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა ბოჟაძემ.    


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner