logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ვიდრე სხვას მოუწოდებთ გამბედაობისკენ, თქვენ მოგიწოდებთ გონიერებისკენ
- +

29 მაისი. 2019. 16:10

 

„ვიდრე სხვას მოუწოდებთ გამბედაობისკენ, თქვენ მოგიწოდებთ გონიერებისკენ“,- ასე მიმართა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავას პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

 

მანამდე კი თინა ბოკუჩავამ თამარ ჩუგოშვილის მისამართით განაცხადა, რომ სამწუხაროა, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საკუთარ თავში ვერ ნახა გამბედაობა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის მხარი დაეჭირა.

 

„ახალი რეგლამენტის 42-ე მუხლის მიხედვით, 50 დეპუტატის თანხმობა იყო საჭირო იმისთვის, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია. ძალიან ვწუხვარ, რომ მათ შორის თქვენც (რომელიც ინიციატორი იყავით, გაძლიერებულიყო საპარლამენტო საზედამხედველო ფუნქცია) საკუთარ თავში ვერ ნახეთ საკმარისი გამბედაობა, ისევე, როგორც თქვენმა კოლეგებმა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ მიგეღოთ გადაწყვეტილება. ეს იყო ნადვილად პარლამენტის სირცხვილი“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

თამარ ჩუგოშვილმა ბოკუჩავას უპასუხა, რომ გამბედაობა არ აკლია და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე საუბარი უკვე ამოწურულია და პარლამენტმაც შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო.

 

„ჩვენ ამაზე გვქონდა მსჯელობა, მათ შორის, მაშინ, როდესაც იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენება და საკმარისზე მეტი ინფორმაცია მივიღეთ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

საქართველოს პარლამენტმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner