logo_geo
eng_logo
ბათუმში ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის მიმდინარეობა განიხილეს
- +

29 მაისი. 2019. 16:10

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით, შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო პროექტს „ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელების მხარდაჭერა და შესაძლებლობების ზრდა საქართველოში, ფოკუსირებული სახიფათო და ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვაზე, ასევე, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებებზე 2016-2019 წლებისთვის" ახორციელებს.  პროექტი  შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის ორგანიზაციის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში,  ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტში“,  5-დღიანი სწავლება გაიმართა.  

 

მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

 

„მნიშვნელოვანია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობას შორის არსებული თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება, რათა მოხდეს თანამედროვე გარემოსდაცვითი მიდგომების გაცნობა და შემდგომში ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრება, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის დირექტივების ჰარმონიზებას და განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში. ვიმედოვნებთ, გვექნება შესაძლებლობა, კვლავაც გავაგრძელოთ თანამშრომლობა შვედეთის მთავრობასთან ახალი პროექტების განხორციელებისათვის“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

სამუშაო შეხვედრაზე სახიფათო ნივთიერებებით დაბინძურებული ადგილების ინვენტარიზაციის და რისკის შეფასების  მეთოდოლოგიაზე იმსჯელეს, რომელსაც იყენებს შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო. შვედი ექსპერტების მიერ გაზიარებულ იქნა მეთოდოლოგიის გამოყენების თეორიული და პრაქტიკული მაგალითები. ასევე ექსპერტების მიერ გაზიარებულ იქნა შვედეთის გარემოსდაცვითი კანონმდებლობა და ინსტიტუციური მოწყობა.

 

მრავალ აქტუალურ თემასთან ერთად, სასწავლო კურსი ითვალისწინებდა ასევე საწარმოო ტერიტორიაზე სინჯების აღებას.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner