logo_geo
eng_logo
თურქეთმა თბილისის მერიას შშმ პირებისთვის ლიფტები გადასცა
- +

29 მაისი. 2019. 17:16

 

​თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო თბილისის მერიასთან თანამშრომლობით ქალაქის ცენტრში (მელიქიშვილის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი) მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში, სამ ლოკაციაზე ექვსი შშმპ ლიფტის (პლატფორმის) მონტაჟს უზრუნველყოფს.

 

საერთაშორისო საბაზრო ფასებით პროექტის ღირებულება 100 000 აშშ დოლარს შეადგენს.

 

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მიერ პროექტის ფარგლებში დამონტაჟებული ლიფტები ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კომფორტულ გადაადგილებას ქალაქის ყველაზე გადატვირთულ უბნებში, რაც დადებითად იმოქმედებს მათ სოციალურ აქტიურობაზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner