logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: ეს არის წერილი, რომელმაც პასუხი გასცა ყველა ძირითად შეკითხვას
- +

30 მაისი. 2016. 17:35


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი რომან კაკულია საქართველოს ყოფლი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ეხმაურება.

მისი თქმით, ეს არის წერილი, რომელმაც პასუხი გასცა ყველა იმ ძირითად შეკითხვას, რაზედაც ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის დებატები მიმდინარეობს.



როგორც რომან კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, წერილში დაფიქსირებულია ის ღირებულებები, რაზედაც „ქართული ოცნება" სამომავლო კამპანიას ააგებს.



„ქართული ოცნების" ახალი სახე ღია წერილის შეფასებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე.



ამ თემაზე ძალიან მკაფიო გზავნილია გაკეთებული. ნათქვამია მიზანიც, ტაქტიკაც, მოტივიც. ყველაფერი განმარტებულია. განსაკუთრებულად მათთვის, ვისაც საკუთარი პოლიტიკური აზროვნების მწერვალი ონია იმის აღმოჩენა, რომ შესაძლოა თურმე ევროკავშირისა და NATO- კარი არ გაიღოს", - აღნიშნა რომან კაკულიამ.



კაკულია ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს წერილის იმ ნაწილს, სადაც ბიძინა ივანიშვილი სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრობს.



გადამოწმებული ციფრებით დასტურდება, რომ თითქმის ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ამ მთავრობის პირობებში. იქ ძალიან ბევრი ციფრია, თუმცა ერთ ციფრს დავასახელებ მხოლოდ- 62%-ით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ვისაც ესმის, მგონი ძალიან მრავლის მთქმელია. ამაზეა დამოკიდებული ყველა ის კეთილდღეობასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია", - განაცხადა რომან კაკულიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner