logo_geo
eng_logo
ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე: ჩვენ ვიცით, როგორ და რატომ უნდა დავეხმაროთ საქართველოს
- +

29 მაისი. 2019. 17:53

 

„ჩვენ იგივე გზა გავიარეთ დაახლოებით 25 წლის წინ, ამიტომ ახლა ჩვენ ვიცით, როგორ და რატომ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობარია“,- ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარემ ვიქტორას პრანცკიეტისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

როგორც ვიქტორას პრანცკიეტისმა განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს უსაფრთხოებაზე, ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვაზე.

„ვისაუბრეთ, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ და რა უნდა გააკეთოს საქართველოს პარლამენტმა ამ გზაზე. პირველ რიგში საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტების იმპლემენტაცია უნდა მოახდინოს, რომელიც სამომავლო თანამშრომლობისთვის აუცილებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას დასაწყისიდანვე უჭერს მხარს. ჩვენ იგივე გზა გავიარეთ დაახლოებით 25 წლის წინ, ამიტომ ახლა ვიცით, როგორ და რატომ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობარია. ამიტომ ყოველთვის ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად“,- განაცხადა სეიმის თავმჯდომარემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner