logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გაგრძელდება მუშაობა, რათა ეროვნული ვალუტის კურსმა შეინარჩუნოს სიმყარე
- +

29 მაისი. 2019. 18:40

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გაგრძელდება მუშაობა, რათა ეროვნული ვალუტის კურსმა შეინარჩუნოს სიმყარე.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, კურსის დევალვაციას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

 

„ეს შეიძლება იყოს თეორიულად შიდა დევალვაცია და ეს შეიძლება იყოს რეგიონული კონტექსტი, რომელიც, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ჩვენი ვალუტის კურსზე. ყველა შემთხვევაში, ბუნებრივია, საჭიროა დაინტერესება. პარლამენტი დაინტერესდება ამ საკითხით. გვექნება კომუნიკაცია ყველა შესაბამის ორგანოსთან, მათ შორის ეროვნულ ბანკთან, შესაბამის სამთავრობო უწყებებთან და ამის საფუძველზე გაგრძელდება მუშაობა, რომ გაგრძელდეს ჩვენი ეკონომიკური განვითარება და ვალუტის კურსმა შეინარჩუნოს სიმყარე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner