logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ასეთი განაცხადი სახელმწიფო დანაშაულია...
- +

29 მაისი. 2019. 19:41

 

„შუალედურმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველი ხალხისთვის „ნაცმოძრაობა“ მიუღებელია“, - ამის შესახებ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ „საერთო გაზეთთან“ ინტერვიუში საუბრობს.                    

 

„სანდრა რულოვსმა რომ გამოაცხადა: ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარება არ შეიძლებაო, ასეთი განაცხადი სახელმწიფო დანაშაულია. ამით ადამიანებს ძალადობისაკენ მოუწოდებ. არჩევნები არის ძალადობისგან ადამიანთა გადარჩენის საშუალება და რომ ამბობ: არჩევნები არ შეიძლებაო, ე. ი. ერთადერთ საშუალებად ძალადობა გრჩება.

 

„ნაცმოძრაობა“ ისევე მიუღებელია ქართველი საზოგადოებისთვის, როგორც ადრე. საზოგადოებას მშვიდობიანი ცხოვრება უნდა. „ნაცები“ ცდილობენ, მშვიდობიანი ცხოვრების ნაცვლად საზოგადოებას შესთავაზონ, მათთვის იბრძოლონ, ანუ გვთავაზობენ მოსახლეობის ინტერესების გამო ბრძოლას კი არა, არამედ იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდეს“, - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner