logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: უამრავი ადამიანია ჩართული, რათა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოყვინთოს
- +

30 მაისი. 2016. 17:44


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ, რომელიც ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ღია წერილს გამოეხმაურა, განაცხადა, რომ უცნაურს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი იქნება ჩართული პროცესში, მითუმეტეს, რომ უამრავი ადამიანია ჩართული, რათა „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამოყვინთოს.



ხშირ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ისე განიხილება, თითქოს იგი მოწყვეტილია ქართული ოცნებისგან", მაშინ, როდესაც ის არის ადამიანი, რომელმაც ფუნდამენტი ჩაუყარა და ჩამოაყალიბა ქართული ოცნება". ვფიქრობ, არა ქართული ოცნებისთვის", პირადად ჩემთვის ან თქვენთვის, არამედ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაზე მოამაგე, ამ მხრივ გამოცდილების მქონე ადამიანი ჩართული იყოს ამ ქვეყნის შემდგომი მშენებლობის პროცესში.

ივანიშვილის წერილი არის ძალიან მოკლე ანალიზი იმისა, თუ რა ხდებოდა, რასთან გვაქვს საქმე და რა ელის საქართველოს. რამდენიმე მთავარი მიმართულება იყო, პირველ რიგში, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ზუსტად არის შეფასებული უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც ქართულმა ოცნებამ" მიიღო. ეს არის უმუშევრობა, გაღატაკება და ვფიქრობ, კარგია, მართებულია და სწორია აქცენტების გაკეთება სამომავლო პერსპექტივებზე, თუ საით მიდის ქვეყანა და იმ ინდიკატორებზე, მაჩვენებლებზე, რომელიც საერთაშორისო კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ გაკეთებული. ეს არის ორი მნიშვნელოვანი მიმართულება. ასევე საყურადღებოა განსხვავებები სისტემას შორის, რომელიც არსებობდა და დღეს არსებობს", - აღნიშნა ვოლსკიმ.



უმრავლესობის ლიდერი წერილის იმ მონაკვეთსაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ყველა რესურსს გამოიყენებს, რათა „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს.



ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დასაბრუნებლად მთავარ აქცენტს აკეთებს რებრენდინგზე, განახლებაზე და შეფასებებზე. ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ ის სიმძიმე, რაც ძალიან ბევრი ოჯახის არსებობას დაეტყო იმ პერიოდში, იქნება სხვანაირად გაანალიზებული", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner