logo_geo
eng_logo
ისრაელში, ისტორიაში პირველად, ქნესეთის ხელახალი არჩევნები დაინიშნა
- +

30 მაისი. 2019. 10:32

 

 

ისრაელის ქნესეთმა მიიღო თვითდაშლის გადაწყვეტილება, რაც ახალი არჩევნების დანიშვნას გულისხმობს. ისრაელის პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნას დაუჭირა მხარი მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო.

 

პარლამენტმა თავის დათხოვნას 74 45-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

 

შეგახსენებთ, ნეთანიაჰუმ ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა, რათა მემარჯვენე ფრთის კოალიცია ჩამოეყალიბებინა გასული თვის არჩევნების შემდეგ. ეს პირველი შემთხვევაა ისრაელის ისტორიაში, როდესაც პრემიერი ვერ ახერხებს კოალიციის შექმნას.

 

კანონმდებლების გადაწყვეტილებით, ვადამდელი არჩევნები 17 სექტემბერს ჩატარდება.

 

„ჩვენ მკაფიო და მკვეთრ საარჩევნო კამპანიას ჩავატარებთ, რაც ჩვენ გამარჯვებას მოგვიტანს, ჩვენ გავიმარჯვებთ, საზოგადოება გაიმარჯვებს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner