logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: დღეს სასამართლო დამოუკიდებელია
- +

30 მაისი. 2016. 17:52


საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი სასამართლო სისტემის რეფორმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც სასამართლო სახელისუფლებო წნეხისგან გაათავისუფლა.


ივანიშვილის თქმით, დღეს სასამართლო დამოუკიდებელია.

 

„მიუხედავად კრიტიკული განწყობებისა, ხელისუფლებამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და სასამართლო სახელისუფლო წნეხისგან გაათავისუფლა. შეიძლება, არ მოგვწონდეს ზოგიერთი გადაწყვეტილება, ან ესა თუ ის მოსამართლე, მაგრამ, მთავარია, რომ დღეს სასამართლო დამოუკიდებელია. მოქალაქეებს საკუთარი სიმართლის დამტკიცებისთვის კანონიერი  გზა და შესაძლებლობა გაუჩნდათ.  აზრი მიეცა ადვოკატის საქმიანობას", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner