logo_geo
eng_logo
ლევან კობიაშვილი: პასუხისმგებლობა და პატივია, ვიყო პირველი ქართველი უეფას კომიტეტის ხელმძღვანელი
- +

30 მაისი. 2019. 16:08

 

ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი უეფას კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტი გამოქვეყნა.

2023 წლამდე უეფას ფეხბურთის კომიტეტს ვუხელმძღვანელებ. დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, ვიყო პირველი ქართველი ამ პოზიციაზე! მადლობა ნდობისთვის“- აღნიშნულია ლევან კობიაშვილის განცხადებაში.

 

უეფას კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კანდიდატურა ბაქოში გამართულ უეფას აღმასკომზე დაამტკიცეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner