logo_geo
eng_logo
გოჩა ლორია: მუშაობა ეზარებათ მაგათ ან სხვა რამეშია საქმე, თორემ ასე როგორ შეიძლება?!
- +

30 მაისი. 2019. 16:54

 

„არ ვარ ის კაცი, კობალაძეს თავი გავუყადრო. გიგამ თავისი საქციელით გაიფუჭა საქმე, ღმერთი არასდროს არავის პატიობს შეცდომას, ეს არის დაუწერელი კანონი...“ -  განაცხადა მუსიკოსმა გოჩა ლორიამ „ქართულ აზრთან“ საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციაზე საუბრისას.

 

„პირველად კი არ ვყოფილვარ უსამართლობის მომსწრე, თავის დროზე „ვია 75“-ში რომ ვმღეროდი, ორი სიმღერა იყო ჩემი დაწერილი, ისეთი, ყველგან რომ ჟღერდა, მაგრამ კომპოზიტორთა კავშირში არ მიმიღეს, მაშინდელმა კომპოზიტორებმა დამბლოკეს, ყველა მომღერალმა კომპოზიტორობა დაიწყოო... გავჩერდი რობერტ ბარძიმაშვილის ხათრით, რა უნდა მეთქვა? ასე რომ, მიჩვეული ვარ.

 

ახლაც ყველა მეკითხება ამ საავტოროზე, რომ გაიგეს, თვეში 70 ან 80 ლარი გამომდიოდა ჰონორარი, რატომ არ იღებ ხმასო? ჩემი სიმღერები ყველგან ჟღერს, პირველ არხს აქვს ჩემი სიმღერების ოქროს ფონდი, მარტო „ჩურჩულები“ კი არ მაქვს, უბრალოდ მაგ სიმღერას ტექსტი აქვს ისეთი, „გაჰიტდა“, ბევრი კარგი სიმღერაა ჩემს დეპოზიტზე, მაგრამ რად გინდა, არც კატალოგი მოუკითხავს ვინმეს და არც არაფერი. ჩემი აზრით, მუშაობა ეზარებათ მაგათ ან სხვა რამეშია საქმე, თორემ ასე როგორ შეიძლება?“ - განაცხადა  გოჩა ლორიამ.

 

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე:

 

http://qartuliazri.reportiori.ge/

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner