ბათუმის ყოფილი მერი, მოქმედი ვიცე-მერი და სხვა მაღალჩინოსნები სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ აჭარის მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე განაცხადა.
დაკავებულები არიან:
ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი;
აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე;
ბათუმის ვიცე-მერი;
აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
ბათუმის მერიის მუნიციპალური და ქონების მართვის სამსახურის უფროსი;
ბათუმის მერიის აიიპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე;
ბათუმის მერიის შესყიდვის სამსახურის უფროსი.