logo_geo
eng_logo
ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, მოქმედი ვიცე-მერი და 5 მაღალჩინოსანი ფულის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს
- +

30 მაისი. 2019. 17:20

 

ბათუმის ყოფილი მერი, მოქმედი ვიცე-მერი და სხვა მაღალჩინოსნები სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ აჭარის მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

დაკავებულები არიან:

 

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი;

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე;

ბათუმის ვიცე-მერი;

აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ბათუმის მერიის მუნიციპალური და ქონების მართვის სამსახურის უფროსი;

ბათუმის მერიის აიიპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე;

ბათუმის მერიის შესყიდვის სამსახურის უფროსი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner