logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ლიეტუვაში ვიზიტისას ყურადღება გავამახვილეთ ევროინტეგრაციის და NATO-ში ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობაზე
- +

30 მაისი. 2019. 17:42

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ლიეტუვაში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაასრულა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მხარეებს შორის იყო საინტერესო დისკუსია.

 

„გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია. პრემიერ-მინისტრი არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მეგობარი. ყველა ასპექტზე გვქონდა საუბარი. გვქონდა საუბარი პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, აღვნიშნეთ, რომ ტრადიციულად და ისტორიულად ჩვენი მეგობრობა და პოლიტიკური თანამშრომლობა არის მჭიდრო. აქცენტი გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. გვქონდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბარი, რომელიც არის დაკავშირებული ეკონომიკურ განვითარებასთან და აღვნიშნეთ, რომ ეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობებისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.

 

რა თქმა უნდა, ყურადღება გავამახვილეთ ევროინტეგრაციის და NATO-ში ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობაზე, საუბარი გვქონდა კონკრეტულ მიმართულებებზე, სადაც შესაძლებელია თანამშრომლობის განვითარება. ასევე შევეხეთ კულტურის, განათლების სფეროს, რადგან განათლების სფეროში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ლიეტუვასთან და ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ლიეტუვას მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ შორის ჩვენი სტუდენტებისთვის არის მნიშვნელოვანი. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და გვქონდა თითოეულ ამ ასპექტზე საუბარი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ამასთან პარლამენტის თავმჯდომარემ ლიეტუვაში ორდღიანი ვიზიტი და გზავნილები შეაჯამა.

 

„ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, ეს არის ევროინტეგრაცია. აქ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ლიეტუვას მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. გვქონდა კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ, რომ დავაჩქაროთ ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებას სხვადსხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ძალიან საინტერესო იყო ეს დისკუსიები. ძალიან საინტერესო იყო ჩვენი ლიეტუველი კოლეგების ინიციატივები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაგვეხმარება იმაში, რომ დავხვეწოთ ჩვენი მიდგომები ევროინტეგრაციის კუთხით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner