რამდენიმე დღის წინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან გაათავისუფლა მამუკა ახვლედიანი. ამ საკითხის ირგვლივ ხმაური ამ დრომდე არ წყდება. „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე „რეპორტიორთან" საუბრისას ეჭვს გამოთქვამს, რომ მამუკა ახვლედიანი იმ ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ინტერესებს ატარებს, რომლის მიზანსაც სასამართლო ხელისუფლების დაკნინება წარმოადგენს:
„სამწუხაროდ, საქართველოში გარკვეული ძალები ყოველი მოვლენიდან ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას, მოქმედებენ რა მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს, ჩვენ ყველას (არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთავრობას, ოპოზიციას და საზოგადოებას) გვმართებს მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანონის ძალით შეეძლო თანამდებობიდან გადაეყენებინა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. (საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 47-ე მუხლი. მე-15 პუნქტი) იურდიული კუთხით აქ ყველაფერი ნორმაშია, საგულისხმოა ასევე რამდენიმე თვის წინ მოსამართლეთა განცხადება, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ მამუკა ახვლედიანის მმართველობის პირობებში შეუძლებელი იყო სასამართლოს სრულფასოვანი ფუნქციონირება, რადგან მისი მმართველების პერიოდში სასამართლოში არსებობდა სისტემური პრობლემები. ამის საპირისპიროდ კი ჩვენ გვესმის მამუკა ახვლედიანის განცხადებები, რომ სასამართლოში არის კლანური მმართველობა და ის ფაქტობრივად გადაქცეულია სამინისტროდ (არ დაგვავიწყდეს, რომ სასამართლოში კლანური მმართველობა ნამდვილად იყო და ის 2012 წელს დამთავრდა). სწორედ მისი ეს განცხადება ბადებს ჩემში გონივრულ ეჭვს, ხომ არ არის ბატონი ახვლედიანი რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებელი? ცალსახად, მისი განცხადებების მიზანს წარმოადგენს სასამართლოს დისკრედიტაცია, სასამართლო სისტემის შესუსტება და საზოგადოებაში სასამართლოს იმიჯის შელახვა. მისი ეს განცხადებები მაძლევს უფლებას, ვიფიქრო, რომ ის სწორედ იმ ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ინტერესებს ატარებს, რომლის მიზანსაც სასამართლო ხელისუფლების დაკნინება წარმოადგენს!" - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.
ამავე თემაზე იხილეთ:
http://reportiori.ge/index.php?