ფარერის კუნძულებზე ტრადიციული ნადირობა გაიმართა, რასაც 150-ზე მეტი ვეშაპი და დელფინი ემსხვერპლა. ადგილობრივი მცხოვრებლები ზაფხულობით ჩრდილოეთისკენ მცურავ დელფინებსა და ვეშაპებზე ნადირობენ. შედეგად კი სანაპირო მათი სისხლისგან წითლად იღებება ხოლმე.
როგორც Uniland წერს, მეთევზეები ნავებით ცდილობენ, ზღვის ძუძუმწოვრები ნაპირისკენ გარიყონ, სადაც მათ კლავენ.
გარემოსდამცველი ორგანიზაციები ყოველწლიურად აპროტესტებენ ამ ტრადიციას.