logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება სამართლებრივ ჭრილში უნდა იყოს განხილული
- +

30 მაისი. 2019. 18:11

 

 

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება სამართლებრივ ჭრილში უნდა იყოს განხილული“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

კობახიძის თქმით, პოლიტიკური თვალსაზრისით ეს საკითხი აქტუალური არ არის.

 

„ეს არის არსებითად სამართლებრივი საკითხი. პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენთვის არ არის აქტუალური, ქვეყნისთვის არ არის აქტუალური. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ვითარდება და მათ შორის, ამ განვითარების შემადგენელი ნაწილია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგებს ყველა არჩევნებს, „ნაცმოძრაობა“ აღარ არის აქტუალური პოლიტიკური ძალა და ის აღარ არის საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის, რაც არის ჩვენი მიღწევა. აქედან გამომდინარე, სააკაშვილიც აღარ სარგებლობს მაინცდამაინც დიდი აქტუალობით. ექსტრადირება სამართლებრივი საკითხია, სამართლებრივ ჭრილში უნდა იყოს ეს საკითხი განხილული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ დღეს განაცხადა, რომ ყველა დამნაშავის ექსტრადირების საკითხზე მუშაობა გრძელდება.

 

მიმდინარე წლის 28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გუშინ ჩავიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner