logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: ჩვენ შევძელით უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებული პირებისთვის დაგვემტკიცებინა წარდგენილი სახელმწიფო ბრალდება
- +

30 მაისი. 2019. 19:32

 

 

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურამ შეძლო უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებული პირები წარედგინა მართლმსაჯულების წინაშე და დაემტკიცებინა წარდგენილი სახელმწიფო ბრალდება.

 

„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებთან მიმართებაში ჩვენმა პროკურორებმა შეძლეს წარდგენილი ბრალდებები დაემტკიცებინათ და დამნაშავეები, რომლებიც მართლმსაჯულების წინაშე იყვნენ წარდგენილნი, შესაბამისი, ადეკვატური სასჯელით გასამართლდნენ“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

 

მან აღნიშნა, რომ პროკურატურის წარმატების გარანტი არის ღირსეული თანამშრომლობა პარტნიორებთან, ცოდნაზე დაფუძნებული სახელმწიფო ბრალდება და დამოუკიდებელი საპროკურორო საქმიანობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner