ექსპერტი გია აბაშიძე ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მამუკა ხაზარაძემ საკუთარი “უნიკალურობისთვის” ანაკლიის თემის აწევა ბოლომდე სცადა.
„პოლიტიკას ვერ ავცდები. გუშინ, რამდენიმე საინფორმაციო საშუალებას კომენტარზე უარი ვუთხარი [დაბდღე იყო]. ახლა კი დავუბრუნდეთ პორტებს: მამუკა ხაზარაძემ საკუთარი “უნიკალურობისთვის” ანაკლიის თემის აწევა ბოლომდე სცადა. რა არ თქვა, რომ ანაკლიის “ჩაძირვა” “დიდი სქემის ნაწილია” და ა.შ.
'სახის შენარჩუნებისთვის' [face saving], სანდო წყროს ინფორმაციით, ჩინოვნიკ, გიორგი კაკაურიძეს ქრთამიც კი გადაუხადა. ❗️ ეს ის მომენტია, როცა საჯაროდ უნდა მივმართო ხელისუფლებას - გამოფხიზლდით! ბევრჯერ და მრავალჯერ სჭირდებათ ამაზე შეხსენება“, - წერს გია აბაშიძე.