ავტორი თამუნა პეტრიაშვილი
„მე ძალიან მარტივი პასუხი მაქვს საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, არავისთან კონფლიქტში არ შევდივარ, მუსიკა არის ჩემი ბიზნესი, რომლითაც უნდა მქონდეს როგორც ავტორს შემოსავალი“, - განაცხადა კომპოზიტორმა რომა რცხილაძემ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში.
„აბა, სხვა ბიზნესი მე არ მაქვს და რაღაცით ხომ უნდა ვიცხოვრო. არ ვერევი არავის ურთიერთობებში, პრიორიტეტი ჩემთვის ავტორთა უფლებებია, რომელიც სათანადოდ უნდა იყოს დაცული. ძალიან დიდ მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პატივს სცემს ჩემს შემოქმედებას, ბიზნესს, მუსიკას ზოგადად. ჩემი სიმღერა რომ გაჟღერდება სადმე, მე უნდა მივიღო შემოსავალი და ეს დაუწერელი კანონია ყველა ქვეყანაში. ქართულ ბაზარზე რამდენი კომპანია იქნება, სულ არ მაღელვებს, პირიქით, რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო კარგად გაკეთდება საქმე... საბჭოთა კავშირის დროიდან მაქვს ურთიერთობა ავტორთა უფლებების დაცვის კომპანიებთან, ამერიკიდან, ევროპიდან მირიცხავდნენ ჰონორარს და ძალიან კმაყოფილი ვიყავი“, - განაცხადა რომა რცხილაძემ
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: