„წესით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი მუსიკოსი უნდა ვიყო, მაგრამ ვარ ყველაზე უღარიბესი“, - აცხადებს კომპოზიტორი რომა რცხილაძე „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში საავტორო უფლებების დაცვაზე საუბრისას.
„ძალიან მერიდება ამის თქმა, მაგრამ საქმის გარდა ყველაფერი კეთდება, ჩხუბს და ჭორაობას უნდებიან, სამარცხვინოა. როდესაც პენსია მაქვს 200 ლარი და დაცულ და დაუცველ საავტორო უფლებებზე ვსაუბრობ, უბრალოდ სამარცხვინოა“, - განაცხადა რომა რცხილაძემ.