logo_geo
eng_logo
რომა რცხილაძე „GERA“-ზე: მიხარია ახალი ორგანიზაციის შემოსვლა ქართულ სივრცეში
- +

30 მაისი. 2019. 22:41

 

 

„ძალიან მცირე დოზით არის დაცული, უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა. ევროპაზე გვაქვს პრეტენზია და კომპოზიტორები შიმშილით გვეხოცებიან“, - აცხადებს კომპოზიტორი რომა რცხილაძე „ქართულ აზრთან“  ინტერვიუში დაუცველ საავტორო უფლებებზე საუბრისას.

 

„არსებულმა კომპანიებმა ერთმანეთთან კი არ უნდა იჭიდაონ, უნდა აკეთონ საქმე და აკონტროლონ ეს მარაზმი, გადაიხადონ სათანადოდ, რასაც ვიმსახურებთ. ჩვენ თუ არ ამოვიღეთ ხმა, არ იქნება საშველი.

 

მიხარია ახალი ორგანიზაციის შემოსვლა ქართულ სივრცეში, ბაზარი უფრო მრავალფეროვანი გახდება და არსებულსაც გაუჩნდება კონკურენციის მომენტი, მერე ეგებ საქმეც უკეთესად გაკეთდეს და სოფელიც აშენდება. რაც მოვისმინე, „GERA“ არ სთავაზობს ცუდ პირობებს ავტორებს, გაგონილს ნანახი სჯობია და ვნახოთ“, -  განაცხადა რომა რცხილაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner