logo_geo
eng_logo
გიორგი ჩოგოვაძე: ვმუშაობთ იმაზე, რომ Korean Air დავაინტერესოთ საქართველოში რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყებით
- +

31 მაისი. 2019. 00:03

 

 

სამხრეთ კორეულმა უმსხვილესმა ავიაკომპანია “Korean Air”-მა სეულიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისების შესრულება განაახლა. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, სამოქალაქო ავიაციის დირექტორი ლევან კარანაძე, საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი და TAV GEORGIA -ს წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ორგანიზებით, 187- ვე კორეელ მგზავრს საზღვარზე ქართული ღვინოები დაურიგდათ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ინფორმაციით, უკვე მეორე წელია “Korean Air” სეულიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ რეისებს ასრულებს. შარშან სეულიდან თბილისის მიმართლებით 3 პირდაპირი ფრენა განხორციელდა და 557-მა მგზავრმა ისარგებლა. წელს ჩარტერების რაოდენობა გაორმაგდება.

,,ერთი წლის წინ სამხრეთ კორეის ნაციონალურმა გადამზიდავმა Лorean Korean Air ვართ, რომ რეისების რიცხვი წელს გაორმაგებულია. ეს ნიშნავს, რომ კორეის მეტ მოქალაქეს ექნება საშუალება ჩამოვიდეს საქართველოში და გაეცნოს ჩვენს ქვეყანას. ამავდროულად ჩვენ, პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ იმაზე, რომ Korean Air დავაინტერესოთ საქართველოში რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყებით“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

 

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით“, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს კორეის რესპუბლიკასთან. 30 მაისიდან 11 ივლისის ჩათვლით სულ კორეასა და საქართველოს შორის რამდენიმე ჩარტერული რეისი განხორციელდება.

 

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ქვეყნის მიმართ ინტერესი იზრდება. 2018 წელს სამხრეთ კორეიდან საქართველოში 13278 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2017 წელთან შედარებით 112.25-ით მეტია.

კორეის უმსხვილესმა ტურისტულმა კომპანია Hanjin Travel -მა მიმდინარე წლის დასაწყისში კორეელი ტურისტებისთვის საქართველოს მიმართულებით ტურისტული პაკეტების გაყიდვა დაიწყო.

 

               

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner