საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მთავრობის ეფექტიანობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ „ყოველგვარი პოლიტიკური დათმობების გარეშე შეძლო ქართული პროდუქციისთვის გაეხსნა რუსული ბაზარი".
„დღეს მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგით საქართველო რეგიონში ლიდერია და, გარდა ამისა, მთელი რიგი მაჩვენებლებით უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, პოლონეთი, იტალია, საბერძნეთი, ლატვია, ლიტვა და სხვა.
ყოველგვარი პოლიტიკური დათმობების გარეშე შევძელით ქართული პროდუქციისთვის გაგვეხსნა რუსული ბაზარი და, ამავე დროს, 2015 წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა", - ნათქვამია ივანიშვილის ღია წერილში.