logo_geo
eng_logo
ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს და დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალს დღეს წარუდგენენ
- +

31 მაისი. 2019. 11:17

 

ბათუმის ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. დაკავებულები გუშინ ადვოკატებმა მოინახულეს. ადვოკატების განცხადებით, ისინი ბრალს არ აღიარებენ.

 

პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე არიან დაკავებულები. კერძოდ, დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე, ბათუმი მერიის და სამინისტროების თანამშრომლები ბექა ხალვაში, ნუკრი ხინთიბიძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის თანამშრომელი ეგარსლან ლომაძე.

 

პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგა 1 370 076 ლარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner