logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი: დავამთავრე ამ „ჩებურაშკაზე“ ლაპარაკი... ეს ადამიანი დაუღლელი ბოროტებაა!
- +

31 მაისი. 2019. 12:48

 

„როცა ადამიანი თავის ქვეყანაში დამნაშავედაა გამოცხადებული, მისთვის მოქალაქეობის აღდგენა მეგობრობას არ ჰგავს“, – ასე ეხმაურება დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების საკითხს.

 

„იცით რა, მე ასეთი მეგობრობა არ მესმის. როცა იცი, რომ ეს ადამიანი თავის ქვეყანაში დამნაშავედ არის გამოცხადებული, თავის ქვეყანაში ვერ ჩადის და ამ დროს მოქალაქეობას აძლევ, ეს ჩვენ არაფერს დაგვაკლებს, მაგრამ რაღაცნაირად არ ვიცი, მეგობრობას არ ჰგავს. ალბათ, რაღაცნაირად აისახება ურთიერთობებშიც...

 

დავამთავრე ამ „ჩებურაშკაზე“ ლაპარაკი. ეს ადამიანი დაუღლელი ბოროტებაა, ირბენს, ალბათ, ისევ სახურავებზე, წყალს აამღვრევს, შხამს გამოსცემს და ამ ადამიანზე ლაპარაკი ჩვენს ქვეყანაში ხალხს უკვე, მე მგონი, მობეზრდა. ვნახოთ, ის ახლად არჩეული პრეზიდენტიც თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ როგორ იმოქმედებს. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ეს კაცი, თორემ ჩვენ ბევრს ვერაფერს დაგვაკლებს მისი მოქალაქეობა“, – აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას ზაზა პაპუაშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner