„ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტის ინიციატივით, მაღაროელებს, რომლებსაც ჭიათურაში გაფიცვის პერიოდში გაცდენილი სამუშაო დღეებისთვის დაგვიანებული ხელფასის გამო საბანკო სანქციები და ჯარიმები დაეკისრათ, ჩამოეწერებათ.
„ჯორჯიან მანგანეზმა“ შეთანხმებას „თიბისი ბანკთან“ უკვე მიაღწია. ამ დროისთვის მოლაპარაკებები „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმების საფუძველზე, კომპანიაში დასაქმებულ პირებს გაფიცვის პერიოდში გაცდენილი დღეები სრულად აუნაზღაურდებათ.